ცხადდება სტაჟირების კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწილეობას.
ძირითადი ინფორმაცია:
•    სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი  
•    მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 5 
•    სავალდებულო მოთხოვნა:
იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
•    სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი  
•    სტაჟიორის ფუნქციები: 
განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის შესაბამისად
•    სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე 
•    სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი 
•    სარეგისტრაციო დოკუმენტი: 
დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე უნდა ატვირთოს CV  
•    განაცხადები მიიღება ელ-ფოსტაზე: info_ili@tsu.ge  
Subject-ში მიუთითეთ „სტაჟირება“
•    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 ნოემბრის 17:00 საათამდე
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
საკონტაქტო პირი: 
მაკა კევლიშვილი 
599 31 01 21
 
